თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 2,3 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 2.597 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 16,2%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 7,7%-ით გაიზარდა.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე.
2024 წლის ცხრა თვეში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 8,6 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 8,8 ათასი ნებართვა გასცეს.
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 8,2%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი 34,6%-ით გაიზარდა.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 73,8% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.