თბილისი, 6 ნოემბერი– Sputnik. თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 8 ნოემბრის 01:00 საათიდან 9 ნოემბრის 01:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ის ცნობით, იგეგმება ფარნავაზ მეფის გამზირზე 24 მეტრი სიგრძის მაგისტრალური მილის შეცვლა, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ქსელის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთების განახლება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ორივე ლოკაციაზე პარალელურად, 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 საათით წყლის მიწოდება შეეზღუდებათ ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, კრწანისის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების მცხოვრებლებს. მათ შორის - საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მიმდებარე ქუჩების, ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის, პეკინის ქუჩების მოსახლეობას და ა.შ.
მისამართების სრული სია იხილეთ GWP-ის ვებგვერდზე.