თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რუსეთისა და ბელორუსისთვის მნიშვნელოვანია მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და სხვა სფეროებში ინტეგრაციის გაღრმავება, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა საკავშირო სახელმწიფოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მინსკში.
სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წლის 29 იანვარს სანქტ-პეტერბურგში საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების დებულებების განხორციელების ძირითადი მიმართულებები დამტკიცდა 2024-2026 წლებისთვის.
„მიმდინარე და მომდევნო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია კონცენტრირება ინტეგრაციის გაღრმავებაზე მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში, ასევე ენერგეტიკასა და ლოჯისტიკაში, საგადასახადო და საბაჟო სფეროებში, მეცნიერებაში, განათლებაში, კულტურაში და, რა თქმა უნდა, სხვა სფეროებში“, — თქვა მიშუსტინმა.
დღეს გამართულ სხდომაზე საკავშირო სახელმწიფოს მინისტრთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია საკავშირო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკომუნიკაციო მომსახურებისა და მონაცემთა გადაცემის კომფორტული ტარიფების შექმნის შესახებ.
როგორც მიშუსტინმა განაცხადა, კომფორტული ტარიფები ორი ქვეყნის აბონენტებისთვის 2025 წლის 1 მარტისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-ბელარუსს შორის როუმინგის გაუქმებაზე მუშაობა 2017 წლიდან მიმდინარეობს.