თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 31-63-ე კმ (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე (185-192-ე კმ).
მესტია-უშგულის მონაკვეთზე (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 141-184-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე (185-192-ე კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52-ე კილომეტრ მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.