თოვლი, ქარბუქი, შტორმი ზღვაზე: გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსები წვიმას, ძლიერ თოვლსა და ქარბუქს პროგნოზირებენ.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი –Sputnik. საქართველოში 5 ნოემბერს ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, სამშაბათს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი.
სინპოტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.