თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა - სექტემბრის მონაცემები

სექტემბერში საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,244 $/კვ.მ შეადგინა, რაც 6%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ღირებულება წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა - სექტემბერში გაიყიდა 3,4 ათასი ბინა, რაც 14%-ით მეტია 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში, 2023 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები 1%-ით შემცირდა.
სექტემბერში საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,244 $/კვ.მ შეადგინა, რაც 6%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ღირებულება წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.
უძრავი ბაზრის მოცულობამ 278 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 23%-ით მეტია 2023 წლის სექტემბერთან და 11%-ით მეტია 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით.
ჯამში, სექტემბერში 730 ახალი აშენებული ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მეტია.
ძველ ბინებზე განხორციელდა 2.700 ტრანზაქცია, რაც 11%-ით ნაკლებია 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
ამ პერიოდში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში და საბურთალოზე გაიყიდა.
ანალიტიკოსების მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 9%-ით შემცირდა.
სექტემბერში ერთი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასმა 11,4 დოლარი შეადგინა.