დღეს 2024 წლის 2 ნოემბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
იდეალური დღეა დამოუკიდებელი ბიზნეს–საქმიანობისთვის, საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ფიზიკური აქტიურობისთვის. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებში, რადგან ყველაზე დემოკრატიულმა უფროსმაც კი დღეს შეიძლება ძალაუფლების წყურვილი შეიგრძნოს. ასევე საჭიროა მეტი კონკრეტიკა, აზრის მკაფიოდ გამოხატვა. მაგალითად, მოერიდეთ სიტყვებს: „მგონი“, „ვფიქრობ“, „მიმაჩნია“...
ვერძი: დღეს არის შანსი, რომ ოპოზოციურ დამოკიდებულებას წააწყდეთ თქვენ მიმართ. ვინმემ პირდაპირ შეიძლება მოგახალოთ უსიამოვნო რაღაცები. მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაგდებთ – განწყობა საბრძოლო გაქვთ, შეგიძლიათ კონკურენტის გზიდან ჩამოშორება. თუმცა, არც ის იქნება გასაკვირი, რომ დაუმეგობრდეთ კიდეც. თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილებები გარშემომყოფებს პარადოქსულად მოეჩვენებათ. თქვენ კი, უბრალოდ, შეგიძლიათ სიტუაციის რამდენიმე სვლით წინასწარ გათვლა და შორს მიმავალი გეგმების დაწყობა.
კურო: დღეს კამათის განწყობაზე ხართ. მზად ხართ დისკუსიისთვის და საკუთარი აზრის დამტკიცებისთვის ყველასთან. თუნდაც გარშემომყოფები გეთანხმებოდნენ, მაინც მოძებნით საბაბს დავისთვის. მოხერხებულად წამოაგებთ პროვოკაციაზე ირგვლივ მყოფებს მხოლოდ იმისთვის, რომ დაამტკიცოთ – ისინი მართალი არ არიან. ვერავინ ვერაფერს გააწყობს – ასეთი განწყობა გაქვთ დღეს.
ტყუპი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფრის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გექნებათ, თითქოს ამაზე თქვენი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული. ეს ცუდი არ არის, როდესაც საქმე სამუშაოსა და ნამდვილად მნიშვნელოვან პროექტებს ეხება. თუმცა ყოფით საკითხებშიც ასე ჯიქურ იმოქმედებთ და ამის გამო, შესაძლოა, ძალაგამოცლილი დარჩეთ. უნდა გაანაწილოთ პრიორიტეტები და განსაზღვროთ – რომელი საქმე ღირს ამად და რომელი – არა.
კირჩხიბი: დღეს თქვენს უპირატესობას ყველას აჩვენებთ, თუნდაც ამისკენ არ ისწრაფვოდეთ – ბევრ საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ხართ ენერგიული, მტკიცე და მახვილი გონებით, რისი წყალობითაც ყველაზე ჩახლართული საქმეების გადაწყვეტა შეგიძლიათ. შესაძლოა, გარშემომყოფებმა იფიქრონ, რომ მათ ზემოდან დაჰყურებთ, მაგრამ ეს ასე არაა და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ეს მისი პრობლემაა.
ლომი: დღეს გაქვთ შანსი, რომ უცნობ თანამოსაუბრეშიც კი სულიერი ნათესავი იპოვოთ. ხართ გულწრფელი, პირდაპირი, გაქვთ ურთიერთობების სურვილი. მხოლოდ ახლობლებთან კონტაქტი არ გყოფნით, ამიტომ ვინმეს გაცნობის ან უკვე ნაცნობის კარგად გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ. ნებისმიერი ადამიანი – ბავშვი, კოლეგა, შემთხვევითი ადამიანი დღეს შეიძლება თქვენთვის გულითადი თანამოსაუბრე გახდეს, რაც შემდეგ ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.
ქალწული: დღეს არ უნდა იჩქაროთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შესაძლებელია შეცდომების დაშვება დაუფიქრებელი ნაბიჯებისა და ყველაფრის სწრაფად გაკეთების სურვილის გამო. თუნდაც მთლიანად დარწმუნებული იყოთ თქვენს გადაწყვეტილებებში, მაინც კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ და უფრო აჯობებს, გადადოთ ეს საქმე. ვითარებამ თქვენ წინაშე შეიძლება მნიშვნელოვანი, საბედისწერო კითხვები დააყენოს, რაც ნიშნავს, რომ არასწორი პასუხი ამ კითხვებზე ასევე დიდი ფასი დაგიჯდებათ.
სასწორი: დღეს შეიძლება რამე საკითხში ძალის წარმოჩინება დაგჭირდეთ და ეს საჭირო შედეგს უზრუნველყოფს. ხართ თავდაჯერებული, მტკიცე განწყობით, მშვიდი. ამის წყალობით ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეში, სამუშაოს ეხება ეს თუ ოჯახს, პრინციპულობას გამოიჩენთ. ეს პრინციპული პოზიცია და მისი დაცვის უნარი გარშემომყოფებს აიძულებს, გაითვალისწინონ თქვენი აზრი და კომპრომისზე წავიდნენ.
მორიელი: ძალზე ენერგიული ხართ დღეს. ეს უზარმაზარი ენერგია კი უზარმაზარი შესაძლებლობების გასაღებია. დღეს შეგწევთ იმის ძალაც კი, რომ გააკეთოთ ის, რაც აქამდე არარეალური გეგონათ. ნაბიჯი მიზნისკენ, რთული ამოცანის ამოხსნასთან მიახლოება, ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა – ეს ყველაფერი შეგიძლიათ. თქვენ წინაშე თითქოს არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ. და საინტერესო ისაა, რომ რაღაცაში მართალიც ხართ.
მშვილდოსანი: დიდი სურვილი გაქვთ, მშვიდად იმუშაოთ, მოაგვაროთ თქვენი საქმეები, თუმცა გარშემომყოფები ამის საშუალებას არ მოგცემენ. ყველანაირად ცდილობთ, დაემალოთ და თავი აარიდოთ მათი მხრიდან თქვენს ცხოვრებაში შემოჭრის უცერემონიო მცდელობას, პრეტენზიებს, მოთხოვნებსა თუ თხოვნებს. რისკავთ, რომ დღის ბოლოს უზარმაზარი დაძაბულობა დაგიგროვდეთ და ერთი ნაპერწკალი იქნება საკმარისი „ასაფეთქებლად“.
თხის რქა: დღეს უამრავი ღირებული იდეა და აზრი მოგივათ თავში. გასაკვირი არაა, რომ მათი სხვებისთვის გაზიარება, საერთო „სამსჯავროზე“ გატანა მოგინდეთ. მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებთ, სანერვიულო არაფერია. საკმარისია, თუნდაც ერთი კარგი მსმენელი მოძებნოთ და ადგილი, სადაც ხელს არავინ შეგიშლით საუბარში. ეს საშუალებას მოგცემთ, მიიყვანოთ იდეა სრულყოფამდე და დაუმუშავებელი ალმასი მბრწყინავ ბრილიანტად აქციოთ.
მერწყული: დღეს გარშემომყოფები გაგაღიზიანებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თქვენ გზაზე არ დგანან და ვერანაირად ვერ შეგიშლიან ხელს მუშაობაში. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი თავიანთი არაორგანიზებული იერით ცდილობენ საქმეს მოგწყვიტონ. უკმაყოფილებისგან რომ გათავისუფლდეთ, მზად ხართ, უამრავი დრო და ძალა დახარჯოთ ირგვლივ მყოფების „ჭკუაზე მოსაყვანად“. გარშემომყოფებს კი მოეჩვენებათ და პრინციპში, მართლებიც იქნებიან, რომ უსაფუძვლოდ „უკირკიტებთ“ მათ თითოეულ სიტყვასა და საქციელს.
თევზები: გაქვთ შანსი, რომ დღეს რაღაც ახალსა და საინტერესოს წააწყდეთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე აისახება. ეს, შესაძლოა, ადამიანი იყოს, ან ახალი ცოდნა, შთაბეჭდილება, გრძნობა... თვითონაც არ ხართ განწყობაზე, რომ სახლში გულზე ხელდაწყობილი უმოქმედოდ ისხდეთ. წინსვლა გწყურიათ, თქვენ ბედთან შესახვედრად. თქვენი გონება და გული გახსნილი იქნება, ხოლო ცნობისმოყვარეობა თამამი და მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ.