თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ქალაქ მურომში კონკურს „ტოტალური კარნახი 2025-ის დედაქალაქის“ ფინალი გაიმართა, რომელშიც, ხმათა უმრავლესობით, ქალაქმა მურომმა გაიმარჯვა.
მანამდე „ტოტალური კარნახი 2025-ის“ ავტორად მწერალი მარინა მოსკვინა შეირჩა — პრემია „იასნაია პოლიანას“ ფინალისტი და ანდერსენის საერთაშორისო საპატიო დიპლომის ლაურეატი.
„ტოტალური კარნახი 2025“ რუსეთის ქალაქ მურომში მომავალი წლის 5 აპრილს ჩატარდება.
„ტოტალური კარნახი“ - ყველა მსურველისთვის ნებაყოფლობითი კარნახის ფორმატის ყოველწლიური საგანმანათლებლო აქციაა. პირველად ღონისძიება 2004 წელს ნოვოსიბირსკში ჩატარდა. „ტოტალური კარნახის" მიზანია თითოეულ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს რუსული ენის ცოდნა და ასევე გაუღვიძოს ცოდნის ამაღლების ინტერესი.