მადურო: აშშ საქართველოს საკუთარი კოლონიასავით ექცევა

არსებობს კონსენსუსი მშვიდობის მშენებლობაზე, ახალ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც სახელმწიფოებს შორის პატივისცემასა და თანასწორობას ეფუძნება, დასძინა მან.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში არჩევნების შემდეგ აშშ მათ საშინაო საქმეებში ერევა, თითქოს კოლონიაზეა საუბარი, თანამედროვე მსოფლიოში ეს არავის ესმის და ამის დანახვა არავის უნდა, განაცხადა ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოს ელოდება შემდგომი შედეგები, თუ მთავრობა არ შეცვლის ანტიდემოკრატიულ კურსს, აშშ-ის საპასუხო ზომები კი დამოკიდებულია ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებზე.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო შეერთებულ შტატებთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა. წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური მოძრაობები", - განაცხადა მადურომ თავის პროგრამა „მადურო+“-ში.
მადუროს თქმით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება, მიიღო რა მოსახლეობის ხმების 56%, ამ ფონზე კი აშშ არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვს.
„რას ამბობს შეერთებული შტატები? „მე არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, ვითხოვ შედეგების გადახედვას, ვითხოვ არჩევნების განმეორებას საქართველოში“. გჯერათ, რომ მსოფლიოში ადამიანებს სურთ მოექცნენ როგორც მონებს, როგორც კოლონიებს?“, - განაცხადა მან.
ვენესუელის პრეზიდენტმა აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ დაემუქრა საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ არჩევნებზე შესაძლო დარღვევებისა და თბილისის მიერ მიმდინარე კურსის შენარჩუნების გამო.
„წარმოგიდგენიათ, რომ 21-ე საუკუნეში ქვეყანა თავს ბატონად, პლანეტის მთავრობად მიიჩნევს და ამბობს: „ვენესუელა, მე შენ არ გიცნობ, საქართველო, მე შენ არ გიცნობ, რუსეთი, მე შენთან ბრძოლას ვაპირებ." არა. არავის ესმის ეს, არავის სურს ძალადობის, ჰეგემონიის, იმპერიალიზმის სამყარო", - განაცხადა მადურომ.
არსებობს კონსენსუსი მშვიდობის მშენებლობაზე, ახალ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც სახელმწიფოებს შორის პატივისცემასა და თანასწორობას ეფუძნება, დასძინა მან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ცესკოს ბოლო მონაცემები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.