ბათუმი-ქედის გზაზე კლდიდან ლოდი ჩამოვარდა: დაშავებულია ორი ადამიანი

დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმი-ქედის გზაზე კლდიდან ქვის ლოდის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
შემთხვევა ბათუმი-ქედის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ დოლოგანთან გუშინ საღამოს მოხდა.
რომლებიც მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
თვითმხილველების თქმით, ქვის ლოდი ორ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. მომხდარის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, „სასწრაფო დახმარების" ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.