ყველაზე აქტიური საარჩევნო ოლქები - 17 საათის მონაცემები

17:00 საათისთვის ქვეყანაში ხმა მისცა ამომრჩეველთა 50,6%-მა
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში დაფიქსირდა, სადაც 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა მისცა ხმა, ნათქვამია ცესკოს მასალებში.
საქართველოს მასშტაბით 17:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა, ჯამში, ამომრჩეველთა 50,6%-მა მიიღო. მაღალი აქტივობა ასევე შეინიშნება გურიაში, სადაც საკუთარი არჩევანი მოქალაქეების 53,74%-მა გააკეთა, აჭარაში - 53,05% და თბილისში - 52,42%.
საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა მთაწმინდის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა. ვაკეში 17:00 საათისთვის არჩევანი გააკეთა რაიონის ამომრჩეველთა 59,58%-მა.
აქტივობა რეგიონების მიხედვით 17:00 საათის მდგომარეობით:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 47,84% (160 651)
აჭარა – 53,05% (168 233)
თბილისი – 52,42% (540 549)
კახეთი – 51,33% (151 339)
მცხეთა-მთიანეთი – 51,93% (46 132)
ქვემო ქართლი – 42,29% (169 472 )
შიდა ქართლი – 50,67% (119 444)
სამცხე-ჯავახეთი – 52,38% (75 207)
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სცანეთი – 61,81% (17 989)
იმერეთი – 51,26% ( 264 496)
გურია – 53,74% (55 304).
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.