ნაქურდალი ნივთებით შევსებული ამანათები - გერმანიაში საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

დაკავებულებს გერმანელი სამართალდამვბელები ქურდობასა და ძარცვას ედავებიან
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. გერმანიაში ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით საქარველოს 12 მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" გერმანულ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაკავება მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად მოხდა.
სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დიდი რაოდენობით ამანათები, რომლებიც, ძირითადად, ნაქურდალი ნივთებით იყო შევსებული.
გერმანული მედიის ცნობით, ამანათები საქართველოში იგზავნებოდა.
დაკავებულთა შორისაა საკურიერო მომსახურების ხელმძღვანელი, 54 წლის მამაკაცი.