თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ჩინეთი მოგიწოდებთ მრავალმხრივობის კონცეფციის დაცვისა და გლობალური სამხრეთის ქვეყნების მოსაზრებების გათვალისწინებისკენ, განაცხადა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა BRICS-ის სამიტზე.
„ჩვენ უნდა განვახორციელოთ ჭშეშმარიტი მრავალმხრივობა, დავიცვათ გლობალური მმართველობა, რომელიც ერთობლივ დისკუსიებზე, ერთობლივ მშენებლობასა და ერთობლივ გამოყენებაზეა დაფუძნებული“, – თქვა სიმ.
ჩინეთის ლიდერი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება კვლავ უარესდება, ლიბანში ბრძოლები განახლდა და კონფლიქტი ესკალაციას განაგრძობს. ამიტომაც აუცილებელია, რომ ქვეყნებმა ცეცხლის უმოკლეს დროში შეწყვეტას მიაღწიონ.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს ტარდება. წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსეთია.