თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უსაფუძვლო განცხადებებია, რაც ქვეყნის გაშავებას ისახავს მიზნად, განაცხადა გაეროში ჩრდილოეთ კორეის მისიის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ფხენიანისა და მოსკოვის ურთიერთობა „ლეგალურია და დაფუძნებულია თანამშრომლობაზე“.
აღსანიშნავია, რომ ეს ფხენიანის მხრიდან პირველი კომენტარია ჩრდილოკორეელი სამხედროების უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნის თაობაზე.
„რაც შეეხება რუსეთთან ეგრეთ წოდებულ სამხედრო თანამშრომლობას, ჩემი დელეგაცია ვერ ხედავს კომენტარის გაკეთების აუცილებლობას უსაფუძვლო სტერეოტიპულ ჭორებზე, რომელთა მიზანი კორეის რესპუბლიკის შეურაცხყოფა და ორ სახელმწიფოს შორის ლეგიტიმური, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შელახვაა“, – თქვა მისიის წარმომადგენელმა განიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის შეხვედრაზე ნიუ-იორკში.
მანამდე, სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1,5 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი უკვე იმყოფება შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის საწვრთნელ ბაზაზე. სამხრეთ კორეული დაზვერვის ვარაუდით, ეს სამხედროები მომავალში შესაძლოა უკრაინის კონფლიქტის ზონაში გაგზავნონ.