ზემო აჭარაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია

ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, ხოლო დაბალი ზონის სოფლებში 30 სანტიმეტრს, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ასევე განვითარდა მეწყრული პროცესები, რამაც დაბა ხულოს სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
უწყების ცნობით, დილიდან იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები. ამ დროისთვის ცენტრალურ გზაზე გადადგილება თავისუფალია.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.