იმისათვის, რომ ეს დაადგინოთ, საჭიროა დახედოთ ნახატს და თქვათ, რომელია ის მაგიდა, რომელთან დაჯდომაც არანაირად არ გსურთ.
ტესტი
თუ აირჩიეთ:
მაგიდა №1 − ე.ი. ბოლო დროს უფრო ხშირად გაფიქრებთ ურთიერთობები. თქვენ მუდმივად ხვდებით ახლობელ ადამიანებს, მაგრამ ამ შეხვედრებს სიხარული არ მოაქვს.
ნუ ინერვიულებთ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანებს ახასიათებთ განმარტოების სურვილი.
უბრალოდ, ჩაუღრმავდით თავს და იპოვეთ ასეთი ცვლილების წყარო. შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა გჭირდებოდეთ. თუ ვინმემ გაგაღიზიანათ, აუცილებლად უთხარით მას, რას გრძნობთ.
მაგიდა № 2 − თქვენი სტრესის წყარო დაღლილობაა. თქვენ პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ძალიან მაღალი დონე გაქვთ და ამიტომ საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ. თანაც, საუკეთესოდ შესრულებული.
მაგრამ ახლა დასვენება გჭირდებათ − საფუძვლიანი დასვენება, რათა ცხოვრებას სიტკბო ისევ დაუბრუნდეს.
მაგიდა №3 – შესაძლოა აქამდე სამყაროს ვარდისფერი სათვალით უმზერდით, მაგრამ ახლა სათვალე ჩამოგვარდათ და რეალობამ თავისი საქმე გააკეთა − მიხვდით, რომ ცხოვრება ყოველთვის ისეთი მსუბუქი და კაშკაშა არ არის, როგორიც აქამდე გეგონათ.
კარგი იქნება, თუ ყოველდღიურობაში რაიმეს, თუნდაც მცირედს შეცვლით და სიცოცხლეს გაიხალისებთ.
მაგიდა №4 − თქვენი სტრესის წყარო ისაა, რომ გამუდმებით ედრებით სხვა ადამიანებს. დაიმახსოვრეთ: თქვენ უნიკალური ადამიანი ხართ და თავი ისეთი უნდა გიყვარდეთ, როგორიც ხართ.
მოიწყვეთ მცირე „დღესასწაული“ − წადით საყიდლებზე, შეიარეთ სალონში, ან სადმე კაფეში საყვარელი კერძი შეუკვეთეთ, შეეხმიანეთ მეგობრებს და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.