მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. აღმოსავლეთ თურქეთში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სააგენტო Reuters-ი თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 16 ოქტომბერს, 10:46 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ მალათიიდან 40 კილომეტრში მდებარე კალეს რაიონი იყო.
ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მიწისძვრის ბიძგები ჰასაქის, დეირ-ელ-ზორისა და ალეპოს პროვინციებშიც იგრძნობოდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.