თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ისლამაბადში (პაკისტანი) რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის, ჩინეთის პრემიერ ლი ციანისა და მონღოლეთის პრემიერ ლუვსანამსრაინ ოიუუნ-ერდენის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო, იუწყება „რია ნოვოსტი“.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, რუსეთს, ჩინეთსა და მონღოლეთს შორის მთავრობის მეთაურების დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები პირველად იმართება ბოლო ათი წლის განმავლობაში.
„დუშანბეში ჩვენს ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი მოლაპარაკებებიდან ათი წლის განმავლობაში დოკუმენტებისა და მექანიზმების მყარი საბაზისო პაკეტი შეიქმნა. ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს მრავალმხრივ თანამშრომლობის განხორციელების შესაძლებლობას“, - აღნიშნა რუსეთის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე.
რუსეთის მთავრობის მეთაური 16 ოქტომბერს ისლამაბადში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მოსალოდნელია ბელორუსის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების, ასევე ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და ინდოეთის უმაღლესი წარმომადგენლის მონაწილეობა.
სხდომაზე განიხილავენ პრიორიტეტულ ამოცანებს SCO-ს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.