თიანეთში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. თბილისიდან 60 კილომეტრში, ქალაქ თიანეთთან, კურორტ ვაჟას-წყაროში 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც 09:03 საათზე დაფიქსირდა, 15 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
მანამდე, 04:53 საათზე კი იმავე ტერიტორიაზე, სოფელ ბინდაურთასთან 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი 26 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.