მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას

მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელის სიაში მოხვდა.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი მონაწილეობას მიიღებს Victoria's Secret-ის მოდების ჩვენებაში, რომელიც 15 ოქტომბერს ნიუ-იორკში გაიმართება, დაწერა მოდელმა სოციალურ ქსელში.
მატილდა გახდება პირველი ქართველი, რომელიც Victoria's Secret-ის პოდიუმზე გამოვა. ეს დეფილე ბრენდისთვის 2018 წლის შემდეგ პირველი იქნება.
როგორც ორგანიზატორებმა დაწერეს, ჩვენებაში მონაწილეობას ლეგენდარული მომღერალი შერიც მიიღებს.
მატილდა გვარლიანი
Victoria's Secret-ის ყოველწლიური შოუ 1995 წლიდან 2018 წლამდე იმართებოდა. 2023 წელს ღონისძიებამ ახალი აზრი შეიძინა და პოდიუმზე მოიწვიეს არამხოლოდ პროფესიონალი მოდელები, არამედ ბრენდის ამბასოდერებიც.
გარდა ამისა, აპრილში მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელის სიაში მოხვდა.
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
გოგონას კარიერა დღითი-დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.