თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა 2023 წლის დეკემბრიდან დღემდე ბანკების მიერ მათი უფლებების დარღვევისთვის კომპენსაციის სახით 100 ათას ლარზე მეტი მიიღეს, განაცხადა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა დავით ზუხბაიამ.
ეროვნული ბანკი განიხილავს ბანკების მიერ საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების პირობების დარღვევას, ასევე თანხების დაუსაბუთებელ ჩამოჭრას.
„2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან დღემდე კომისიის მიერ განხილულია 30-მდე საჩივარი, რომლის უმეტესობა მომხმარებლების სასარგებლოდ დაკმაყოფილდა“, - განაცხადა ზუხბაიამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, 10 შემთხვევაში პროვაიდერებმა, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, პირდაპირ აუნაზღაურეს განხილვის პერიოდში მომხმარებლებს თანხა - ჯამში 57 ათასი ლარი.
კომისიას ბანკებთან დაკავშირებით დავების განხილვისთვის 3-თვიანი ვადა აქვს, რომელიც შესაძლებელია გახანგრძლივდეს ერთი თვით. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხარეებს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისთვისაც ერთი თვე აქვთ.
დავების საერთო რაოდენობიდან 779 საჩივარი საპენსიო სესხებს ეხებოდა, ხოლო 53 - სესხებზე პროცენტებს.
როგორც ზუხბაიამ განაცხადა, დავების კომისია არ განიხილავს საჩივარს, სადაც სადავო თანხა აჭარბებს 50 ათასი ლარს. მისი თქმით, თუ 50 ათასი ლარი ან მასზე ნაკლებია თანხა, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომისიას, ხოლო თუ თანხა 50 ათას ლარზე მეტია, მაშინ იგი კომისიაში ვერ შეძლებს დავას და შეუძლია მიმართოს სასამართლოს.