თბილისში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი კვლევა

თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-ით შემცირდა.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - აგვისტოში გაიყიდა თითქმის 3,1 ათასი, რაც 9%-ით ნაკლებია 2024 წლის ივნისთან და 5 %-ით ნაკლებია 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლი რვა თვეში, 2023 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები 2%-ით შემცირდა.
აგვისტოში საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,233 $/კვ.მ შეადგინა, რაც 6%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ღირებულება წინა თვესთან შედარებით 2%-ით გაიზარდა.
უძრავი ბაზრის მოცულობამ 250 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია 2023 წლის აგვისტოსთან და 7%-ით ნაკლებია 2024 წლის ივლისთან შედარებით.
ჯამში, აგვისტოში 625 ახალი აშენებული ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.
ძველ ბინებზე განხორციელდა 2.508 ტრანზაქცია, რაც 5%-ით ნაკლებია 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
აგვისტოში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოსა და დიდ დიღომში გაიყიდა.
ანალიტიკოსების მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-ით შემცირდა.
სექტემბერში ერთი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასმა 11,5 დოლარი შეადგინა.