დსთ-ის ლიდერები: ნაცისტების ქმედებები საბჭოთა ხალხების გენოციდად უნდა შეფასდეს

Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი − Sputnik. ომის დროს ნაცისტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დევნისა და განადგურების ფაქტები სსრკ-ის ხალხებისგენოციდად უნდა ჩაითვალოს, ნათქვამია დსთ-ის წევრ სახელმწიფოთა მეთაურებისმიმართვაში, რომელიც კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული.

„ხაზს ვუსვამთ, რომ ნაცისტებისა და მათი თანამზრახველების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დევნისა და განადგურების ფაქტები, რომლებიც დადგენილია განაჩენში, საბჭოთა კავშირის ხალხების გენოციდად უნდა შეფასდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ნაცისტი ლიდერების დანაშაულებრივი საქმიანობის პრინციპული შეფასებები, რომლებიც ნიურნბერგის ტრიბუნალმა მოგვცა და გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადასტურა“, − ნათქვამია განცხადებაში.

დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი მოსკოვში, კრემლში იმართება. სამიტს ვლადიმირ პუტინი თავმჯდომარეობს, ვინაიდან წელს თანამეგობრობის თავმჯდომარე სწორედ რუსეთია.