ნარიშკინი: დსთ-მ დასავლეთის ტერორისტული გეგმების შესახებ ინფორმაცია უნდა გაცვალოს

Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. დსთ-ის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებს პრიორიტეტულად სჭირდებათ მონაცემების გაცვლა კოლექტიური დასავლეთისა და კიევის რეჟიმის ტერორისტული გეგმების შესახებ თანამეგობრობის ქვეყნების წინააღმდეგ, განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა ასტანაში დსთ-ის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ორგანოებისა და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს 55-ე შეხვედრაზე.
მისი თქმით, დსთ-ის ქვეყნების უსაფრთხოების ორგანოებსა და სადაზვერვო სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება არსებულ პირობებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება.
„მიგვაჩნია, რომ პრიორიტეტულად მიზანშეწონილი იქნება, უპირველეს ყოვლისა, გააქტიურდეს და სისტემატურ საფუძველზე დადგეს ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის სასიგნალო, მწვავე და ოპერატიული ინფორმაცია კოლექტიური დასავლეთისა და კიევის რეჟიმის ტერორისტული მისწრაფებების შესახებ ჩვენი ქვეყნებისა და მთლიანად ჩვენი საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ“, — განაცხადა საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა.
ნარიშკინის თქმით, აუცილებელია ერთობლივი მუშაობის გააქტიურება „საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის თანამედროვე ფორმებისა და მეთოდების გამოსავლენად, რათა დანაშაულებრივი ჩანაფიქრები დროულად აღკვეთოს“.