დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ოქტომბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 6 ოქტომბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ემოციებით სავსე დღეა. მთელი დღე რომ დეტალურად გქონდეთ დაგეგმილი, მაინც ვერ შეასრულებთ ყველაფერს ბოლომდე. თქვენი მამოძრავებელი სურვილები და გრძნობები იქნება. ამის გამო დღე არაპროგნოზირებადი, მაგრამ საკმაოდ წარმატებული იქნება. ინტუიციას უნდა მოუსმინოთ და ბევრ საკითხში და ენდოთ.
ვერძი: მცირე გაუგებრობები და უსიამოვნებები გაიძულებთ, რომ უფრო მობილიზებული გახდეთ და ყველას აჩვენოთ, რა შეგიძლიათ. ხართ აქტიური, ენერგიული, გაქვთ უნარი, სწრაფად გაერკვეთ საქმეების არსში და სწორი გადაწყვეტილებები მოკლე დროში მიიღოთ. ეს თვისებები დღეს ძალიან დადებითად წარმოგაჩენთ. ეს თქვენი შანსია, კარგი რეკომენდაცია გაუწიოთ საკუთარ თავს.
რითი შეუძლია იამაყოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა
კურო: თქვენი გონება უამრავ საკითხზე იფიქრებს; სიტუაცია თქვენგან ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ყოფნას მოითხოვს, ან ამოცანა უმოკლეს დროში გექნებათ გადასაწყვეტი. რაოდენ გადატვირთული გრაფიკიც არ უნდა გქონდეთ, ექსპერტები გირჩევენ, ერთ საქმეს მოკიდოთ ხელი და ბოლომდე მიიყვანოთ. ეს ჯობია, ვიდრე რამდენიმე კურდღელს გამოეკიდოთ და ყველა ხელიდან გაგისხლტეთ.
ტყუპი: თქვენი წარმატების გასაღები დღეს გუნდთან ერთად მოქმედებაშია. თუ თავს რამე მექანიზმის ჭანჭიკად იგრძნობთ, ამ შემთხვევაში თქვენი კალაპოტიდან ამოგდება არანაირ პრობლემას არ შეუძლია. ადვილად გაუმკლავდებით რთულ საკითხებს. ზოგიერთ კითხვაზე თავად იპოვით პასუხს, ზოგიერთზე – გარშემომყოფებისთვის რჩევის კითხვით. თქვენც არაერთხელ დაეხმარებით სხვებს.
კირჩხიბი: ირგვლივ განვითარებული მოვლენები თქვენი საკუთარი საქციელის, აზრებისა და გრძნობების ანარეკლი იქნება. დღევანდელი დევიზია „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. თუ გარშემომყოფების მიმართ აგრესიულად იქნებით განწყობილი, ისინიც ამით გიპასუხებენ, თუ კეთილად – სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ. მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ.
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი
ლომი: შესაძლოა, დღეს კალაპოტიდან ამოგაგდოთ რაღაც საზრუნავმა ან დაუმთავრებელმა საკითხებმა. სახლში სამუშაო პრობლემები გაფანტავს თქვენს ყურადღებას, სამუშაოზე – სახლის პრობლემები. ეს გონების მობილიზებაში შეგიშლით ხელს და შეიძლება რაღაც გაუგებრობები გამოიწვიოს. სჯობს, არ გადაიტანოთ ყურადღება სხვა საკითხებზე და ერთი საქმე გააკეთოთ გულდასმით.
ქალწული: თქვენგან დღეს მოითხოვება, რომ ხელი განვითარებული მოვლენების პულსზე გედოთ და მოერგოთ სწრაფად ცვლად გარემოს. თუ ამას მოახერხებთ, ბევრ სარგებელს ნახავთ (იგულისხმება შემოსავლები). თუ ყველაფერს თავის დინებაზე მიუშვებთ, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, ხოლო ბედის ბედნიერ შანსს ვიღაც სხვა, შესაძლოა, თქვენი კონკურენტი, გამოიყენებს.
სასწორი: დიდი ალბათობით, დღეს ხელიდან არ გაუშვებთ თქვენს შანსს. ამბობენ, ფულს სუნი არ უდისო, მაგრამ თქვენ ზუსტად რომ ყნოსვით იგრძნობთ მის მოახლოებას და მცირე შესაძლებლობასაც არ გაუშვებთ ხელიდან, რომ თქვენი ანგარიში გაზარდოთ. შესანიშნავი დღეა გარიგებების დასადებად, ყიდვა–გაყიდვისთვის, ფინანსური იდეების განსახილველად, სამუშაოს დასაწყებად.
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით
მორიელი: გაოცებულმა შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გარშემომყოფები თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ. ნაცნობები კეთილგანწყობილი არიან და მტრებიც კი კორექტულად იქცევიან. ეს იმიტომ, რომ სიმშვიდეს ასხივებთ და ამას ირგვლივ მყოფები გრძნობენ. ეცადეთ, ეს გრძნობა დაიმახსოვროთ და ხშირად დაუბრუნდეთ ასეთ განწყობას. ეს თქვენს ცხოვრებაზე ჯადოსნურად იმოქმედებს.
მშვილდოსანი: დაგეხმარებათ ხატოვანი წარმოსახვა, აზროვნება. შემოქმედებითად ხართ განწყობილი განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რომლებიც არასტანდარტულ დამოკიდებულებას ითხოვს. თქვენი ცინცხალი შეხედულებებით სამყაროზე შეგიძლიათ რამე პრობლემას მოულოდნელი გადაწყვეტილება მოუძებნოთ, ან შეამჩნიოთ შეცდომა, რომელესაც სხვები ვერ ხედავენ.
თხის რქა: ყველაზე სკეპტიკურად განწყობილებიც კი დღეს თანხვედრების მთელ რიგს გადააწყდებით. ეს შეიძლება თქვენს საქმეებს ან ყოფით საკითხებს ეხებოდეს. მაგალითად, შესაძლოა, მთელ სახლში ტექნიკა გამოვიდეს მწყობრიდან, ან ვინმეს რამე ზედიზედ რამდენჯერმე შეეშალოს. არაა გასაკვირი, რომ ამან კალაპოტიდან ამოგაგდოთ და საქმეზე კონცენტრირებაში შეგიშალოთ ხელი.
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
მერწყული: დღეს მოგეცემათ იშვიათი შანსი, რომ გავლენიანი პირის მფარველობა მიიღოთ. შეგიძლიათ კარგი შთაბეჭდილების მოხდენა ამ ადამიანებზე ნებისმიერ გარემოში – ოფისში, მკაცრი მოლაპარაკებების დროს თუ კორპორატიულ საღამოზე, თუნდაც სატელეფონო საუბრისას. მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერ მომენტში მზად იყავით საბედისწერო საუბრისთვის.
თევზები: წარმატება გელოდებათ ურთიერთობებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეში. თქვენი კომუნიკაბელურობა სათანადო სიმაღლეზეა. შეგიძლიათ რთული მოლაპარაკებების წარმოება, საკუთარი შეხედულებების დაცვა, მრავლის მომცემი ნაცნობობის გაბმა – ამას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ თქვენი ცხოვრება ახალ დონეზე გადაიყვანოთ.