თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი სექტემბრის პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 402 პირი შეადგინა, მათი ძირითადი ნაწილი ქურდობაშია ბრალდებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 14-დან 18 წლამდე ასაკის 402 პირიდან 22-მა უკვე მოიხადა პირობითი სასჯელი. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია:
ქურდობა
ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება
ყაჩაღობა
ძალადობა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე 978 პირი აღიარეს, მათგან 440 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, 140 - სექსუალური დანაშაულის, 145 - მუქარის.
აღნიშნულ პერიოდში მოკლულია ერთი არასრულწლოვანი, ოთხი კი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.