თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავს და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ემხრობა, საარჩევნო სიაში პარტიების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" წარმომადგენლები შეიყვანა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (ლიდერები - დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი) მათ შორის ერთადერთი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია - წინა არჩევნებზე პარტიამ საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვდა, შესაბამისად, მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება.
50-ზე მეტმა კონსერვატიულად განწყობილმა პარტიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ივნისის ბოლოს გაერთიანების შესახებ განაცხადა და ხელი მოაწერეს „ქართველ პატრიოტთა ერთიანობის დეკლარაციას“. როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ისინი არიან ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების ალტერნატივა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის პირველი ნომერი პარტიის დამფუძნებელი ირმა ინაშვილია. „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს" ლიდერებმა, რომელთაც პარტიის რეგისტრაცია აპრილში გაუუქმდათ, ადგილები სიის მეორე ხუთეულში ერგოთ.
პარტია „ქართული იდეის“ ლიდერი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან მოხსნა, „პატრიოტთა ალიანსის" პარტიულ სიაში მეცხრე ადგილზეა.
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის პირველი ოცეული:
1.
ირმა ინაშვილი2.
გიორგი ლორია3.
გოჩა თევდორაძე4.
გრიგოლ ხურცილავა5.
გიორგი ქარდავა6.
ზურაბ მახარაძე7.
ირაკლი მორგოშია8.
ირაკლი მარტინენკო9.
ლევან ჩაჩუა10.
გიორგი კორკოტაშვილი11.
გრიგოლ ჯოჯუა12.
შოთა მარტინენკო13.
მალხაზ თოფურია14.
ჯაბა კუტალია15.
ოთარ ჭითანავა16.
ირაკლი ბერძენიშვილი17.
თორნიკე არევაძე18.
ზურაბ კობახიძე19.
გიორგი გაბათაშვილი20.
მერაბ გიგანი