ირანის მასშტაბურმა დარტყმამ დიდი მანძილის სარაკეტო იარაღით ისრაელის თავდაცვის არმიის (ცახალის) ობიექტებზე გაარღვია უახლესი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“, დააზიანა სამხედრო ბაზები და დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“, შტაბ-ბინა თელ-ავივში. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა აჩვენა სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობა და მომავალი სამხედრო კონფლიქტის მასშტაბი, რომელშიც, შესაძლოა, ჩაერთოს რამდენიმე ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო.
მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა მოკლეს ჰამასის, „ჰესბოლას“ ლიდერები, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ხელმძღვანელის მოადგილე და დაიწყეს სპეცოპერაცია „ჩრდილოეთის ისრები“ სამხრეთ ლიბანში, თეირანის „სტრატეგიული მოთმინება“ 1 ოქტომბრის საღამოს ამოიწურა. ირანმა 500-მდე რაკეტა გაუშვა ისრაელის მნიშვნელოვან ობიექტებზე.
ჰიპერბგერითი რაკეტებიმა„ფათაჰ“ (მოქმედების მანძილი 1400 კმ) რამდენიმე წუთში გადალახეს 1000 კმ-ზე მეტი და გაანადგურეს ჰაერსაწინააღმდეგო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები Arrow-2 და Arrow-3, რომლებიც ერთობლივად იყო შემუშავებული ისრაელისა და ამერიკელი სპეციალისტების მიერ.
ამერიკული ჟურნალ „Military Watch“-ის ინფორმაციით, დარტყმამ „სრულიად გაანადგურა“ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების „ნევატიმის“ ბაზა და „20-ზე მეტი“ F-35 ტიპის გამანადგურებელი. როგორც მოსალოდნელი იყო, ისრაელმა განაცხადა, რომ ყველა ირანული რაკეტა განადგურებულია ან უდაბნოში ჩამოვარდა – „დანაკარგები არ არის“. თუმცა, „დარტყმები“ და აფეთქებები დაფიქსირდა ვიდეოზე თითქმის მთელ თელ-ავივში.
მასშტაბურმა სარაკეტო დარტყმამ აჩვენა თეირანის სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობა და სერიოზული ნაკლოვანებები ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემაში „რკინის გუმბათი“ (70 კმ-მდე მოქმედების მანძილი). აღსანიშნავია, რომ „გუმბათის“ თითოეული ბატარეა 100 მილიონი დოლარი ღირს, ხოლო ნევატიმის ბაზაზე ირანულმა „ფათაჰებმა“ 2024 წლის აპრილშიც შეაღწიეს.
ისრაელი „უპრეცედენტო პასუხს“ ამზადებს. თეირანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „კანონიერი ოპერაციის“ (სუვერენიტეტის დაცვის) წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში, ამას მოჰყვება შემდგომი გამანადგურებელი დარტყმები. გენერალმა ისმაელ ქოუსარმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გამოყენებული იქნას „სხვა ტიპის რაკეტები, რომელთა გამანადგურებელი ძალა შეძრწუნებას გამოიწვევს მთელ მსოფლიოში“ (და ეს არაა მხოლოდ რიტორიკა). ირანმა ასევე გააფრთხილა აშშ, რომლის რეგიონალური სამხედრო ბაზები საკმაოდ მოწყვლადია, რომ არ ჩაერიონ კონფლიქტში.
გაეროს უშიშროების საბჭო გამართავს საგანგებო სხდომას ახლო აღმოსავლეთის სიტუაციაზე, თუმცა, ვაშინგტონში საომარი ბარაბნების ხმა ტრადიციულად ახშობს გონიერების ხმას. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ირანს „სერიოზული შედეგები“ აღუთქვა. შერცხვენილი და განრისხებული პენტაგონი რეგიონში დამატებით ძალებს კრებს.
რეგიონში რჩება ასევე „აუცილებელი“ ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ F-35C და F/A-18 ტიპის გამანადგურებლებით. დიდმა ბრიტანეთმა თანამონაწილეობის შესახებ განაცხადა. ისრაელი განაგრძობს ბეირუთის დაბომბვას. ლიბანის მოძრაობა „ჰესბოლას“ სამხედრო ნაწილები და იემენის შეიარაღებული ძალები ისრაელის არმიის ბაზებზე საპასუხო სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ. ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის დაწყება სულ უფრო ახლოვდება. არ არის გამორიცხული ბირთვული იარაღის გამოყენება და ატომური ობიექტების განადგურება.
ამავდროულად, ირანის თავდაცვის პოტენციალი ყოველთვის გამორიცხავდა აგრესორების დაუსჯელობას აზიის რეგიონში. ირანის საზღვართან განლაგებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის პოზიციები, ამერიკული Patriot-ზენიტური სარაკეტო კომპლექსების საფუძველზე, გათვლილია მიზნების განადგურებაზე 5 მახამდე სიჩქარით.
„ფათაჰის“ მანევრული ფრენის სიჩქარე 15 მახამდე (17,000 კმ/სთ-ზე მეტი) და მოქმედების დიაპაზონი 1400 კმ-ი საშუალებას აძლევს ირანს , საიმედოდ გაანადგუროს მნიშვნელოვანი სამხედრო სამიზნეები ისრაელის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ავღანეთის, პაკისტანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე სულ რაღაც 6 წუთში.
ჰიპერბგერითი რაკეტა „ფათაჰი“ განკუთვნილია მოწინააღმდეგის უმნიშვნელოვანესი სარადარო და მართვის სისტემების განადგურებისთვის, ხოლო დანარჩენს ჩვეულებრივი დამრტყმელი დრონები და Khorramshahr-4 -ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები გააკეთებენ, 2000 კმ მოქმედების მანძილით და 1500 კგ საბრძოლო თავით.
ირანის თავდაცვითი ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ სარაკეტო შეიარაღების უწყვეტ ტექნოლოგიურ განვითარებას. საერთაშორისო სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ თანამედროვე ირანულ რაკეტებს „ფათეჰ-110“ (500 კმ-მდე), „ზოლფაგარ“ (700 კმ-მდე), „დეზფული“ (1000 კმ-მდე) და „ხორემშაჰრი“ (2000 კმ-მდე). კიდევ ერთი უნიკალური ირანული რაკეტაა „ქიამ-1“ (Qiam-1), რომლის მოქმედების მანძილია 8000 კმ (ინტელექტუალური სამიზნე სისტემით, საბრძოლო ნაწილით 750 კგ და გამაყოფი ბლოკებით).
გამშვები დანადგარი "ქიამ-1" შეიძლება იყოს შახტური, მობილური, განლაგდეს როგორც გემებზე, ასევე წყალქვეშა ნავებზე. ადრე, ამერიკელებმა აღიარეს ირანის საზღვაო ძალების ანტისაზღვაო რაკეტების – С-601, С-701, С-704, С-802, Nasr-1 დაNoor, ასევე Khalij Fars – (20-300 კმმოქმედების დიაპაზონით) მაღალი ეფექტურობა. ირანული რაკეტების მოქმედების მანძილი, სიზუსტე დასიმძლავრე მუდმივად იზრდება. თუმცა, ეს არ არისთვითმიზანი. თეირანის მთავარი პრიორიტეტია რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის საიმედო უზრუნველყოფა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე