თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის, მათ შორის, საქართველოს ეკონომინის ზრდის შესახებ.
2025 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი
მაჩვენებელი | 2024 | 2025 |
ეკონომიკური ზრდა, % | 5,2 | 5,5 |
დეფლატორი, % | 3,0 | 3,0 |
მშპ-ის მოცულობა, მლრდ ლარი | 85,98 | 97,4 |
შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი | 21,9 | 24,4 |
მშპ-ის დეფიციტი, % ბიუჯეტის მიმართ | 2,8 | 2,5 |
სახელმწიფო იუჯეტის ასიგნებები, % მშპ-ის მიმართ | 23,3 | 24,7 |
განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5,5%-ის დონეზე. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით.
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დადგენილია მშპ-ის 2,5%-ის დონეზე, ამასთან, მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით, 2,3 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 26,9 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლები 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,2 მლრდ ლარი იქნება.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)
მაჩვენებელი | 2024 | 2025 |
შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში | 24 569,5 | 26 850,5 |
საგადასახადო შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში | 19 115,0 | 21 185,0 |
გრანტები | 266,0 | 200,3 |
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები | 25 030,4 | 27 046,5 |
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 27 მლრდ ლარი იქნება.