როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა

2024 წლის აგვისტოში ში 2024 წლის ივლისთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 0,1%-ით შემცირდა
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 8,1%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 12,1%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 20,6,%-ით.
2024 წლის აგვისტოში გასულ წლის ივლისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,1%-ით შემცირდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,2%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 11,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი ფასები გაიზარდა 5%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,9%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 23,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 10,9%-ით, მათ შორის სასურსათო პროდუქციაზე - 33,4%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 0,5%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,2%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2024 წლის აგვიატოში 1% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). 2024 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,1% შეადგინა.