მსოფლიო დღეს

„ჰესბოლამ" ნასრულას დაღუპვა დაადასტურა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა „ჰეზბოლას“ სხვა წევრების, მათ შორის, სამხრეთის ფრონტის მეთაურ ალი კარაკის ლიკვიდირებაც განხორციელდა.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ბეირუთის სამხრეთ ნაწილში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალას დაიღუპა, აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს ლიბანური შიიტური დაჯგუფება.
27 სექტემბრის ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. მედიის ცნობით, იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა, მათგან 15 გადაუდებელ ჰოსპიტალიზებას საჭიროებს.
შაბათს, 28 სექტემბერს, ცახალმა „ჰესბოლას" ლიდერის ლიკვიდაცია ოფიციალურად დაადასტურა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა „ჰეზბოლას“ სხვა წევრების, მათ შორის, სამხრეთის ფრონტის მეთაურ ალი კარაკის ლიკვიდირებაც განხორციელდა.
ჰასან ნასრალა იყო ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფის და პოლიტიკური პარტიის „ჰეზბოლას" ლიდერი. ეს ჯგუფი სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს.
„ჰეზბოლას" 30-წლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში, ნასრალამ შიიტური დაჯგუფება გადააქცია ლიბანში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად და მეზობელი ისრაელის ძლიერ მეტოქედ.
2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, „ჰეზბოლასა" და ისრაელს შორის ცეცხლის მუდმივი გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს საზღვრის ორივე მხრიდან. ლიბანური დაჯგუფება აცხადებს, რომ მოქმედებს პალესტინელების სოლიდარობით.
„ჰეზბოლამ" ბოლო თვეებში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. ისრაელმა მოკლა ჯგუფის რამდენიმე მეთაური, გაანეიტრალა მისი სამხედრო არსენალის დიდი ნაწილი და გაწყვიტა ჯგუფის საკომუნიკაციო ხაზები.