მსოფლიო დღეს

ვან ი: გლობალური სამხრეთის ქვეყნები პლატფორმა „მშვიდობის მეგობრებს“ ქმნიან

Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთი, ბრაზილია და გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნები აპირებენ შექმნან ღია პლატფორმა „მშვიდობის მეგობრები“, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ.

„ჩინეთი, ბრაზილია და გლობალური სამხრეთის სხვა თანამოაზრე ქვეყნები, უკრაინის კრიზისის საკითხზე, აპირებენ, რომ უალოეს მომავალში შექმნან [პლატფორმა] „მშვიდობის მეგობრები“. ეს არის ჩინეთის, ბრაზილიისა და გლობალური სამხრეთის ქვეყნებისმცდელობა, მიაღწიონ მშვიდობას“, - თქვა ჩინელმა დიპლომატმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ბრაზილიის პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრაზე.

როგორც მან აღნიშნა, „მშვიდობის მეგობრები“ არის არა დახურული ჯგუფი, არამედ ღია პლატფორმა, რომელიც მიისწრაფვის არა კონკურენციისა და დაპირისპირებისკენ, არამედ ინკლუზიური დიალოგის განვითარებისკენ“.
მისი თქმით, „მშვიდობის მეგობრების“ შეექმნა დღეს მსოფლის სჭირდება და ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება უნდა მიესალმოს ამას.
ვან ის განმარტებით, „მშვიდობის მეგობრები" მიზნად ისახავს გამოხატოს ობიექტური და რაციონალური თვალსაზრისი და ასევე შეასრულოს კონსტრუქციული როლი უკრაინის საკითხის პოლიტიკურ მოგვარებაში.