თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საბერძნეთში საქართველოს 30 წლის მოქალაქე პოლიციელებს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
შემთხევვა აეროპორტ „მაკედონიაში" მოხდა.
გამოძიების მიხედვით, მამაკაცი აეროპორტში საქართველოში გამოფრენის მიზნით მივიდა, სადაც დადგინდა, რომ იგი საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა. პოლიციამ მისი დაკავება სცადა, რა დროსაც იგი პოლიციას დაუპირისპირდა.
მომხდარის შემდეგ 30 წლის მამაკაცი ადგილზე დააკავეს. იგი სხეულის დაზიანებაში, სერიულ შეურაცხყოფაში, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში ცნეს დამნაშავედ. ამასთან, მის წინააღმდეგ აღძრულია ადმინისტრაციული საქმე დეპორტაციასთან დაკავშირებით, რადგან ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა.
30 წლის მამაკაცს სასამართლომ 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.