პარტიებს ცესკოში თავიანთი სიების ელექტრონული სახით წარდგენის უფლება მიეცათ

მანამდე პარტიებს დეპუტატობის კანდიდატთა სიების წარდგენა მხოლოდ ქაღალდზე შეეძლოთ.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
ცესკომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირა 26 პარტია, რომლებმაც პარტიული სიები უნდა წარადგინონ.
ცესკოში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა გაიმართა, სადაც პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.
ცესკოს დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეუძლიათ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა. ამის შემდეგ ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით.
„აღნიშნული წესით პარტიული სიის წარდგენის გადაწყვეტილება ექვსმა პარტიამ მიიღო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე პარტიებს დეპუტატობის კანდიდატთა სიების წარდგენა მხოლოდ ქაღალდზე შეეძლოთ.