საქართველოში უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს

გემის კაპიტნის მიმართ საქმისწარმოება ქართველმა სამართალდამცველებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი NAV DURGA დააკავეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციამ საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
„გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 ათასი ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა", - ნათქვამია განცხადებაში.