ბათუმში ლიფტის შახტში მამაკაცი ჩავარდა

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ლიფტის შახტში შუახნის მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ანგისის ქუჩაზე, გუშინ საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-16 სართულიდან ლიფტი მოწყდა და მასში მყოფი მამაკაცი იმსხვერპლა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.