რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა

2024 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი–აგვისტოში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 25%-ით შემცირდა და 2.245 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2024 წლის იანვარი–აგვისტო

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

რუსეთი

416,9

-66,8

იტალია

372,8

9,6

აშშ

365,8

32,1

საბერძნეთი

169,8

6,3

ისრაელი

162,1

11,5

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 416,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 18,6%-ია.
აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ქვეყნების სამეულში შედის
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის აგვისტოში 0,3%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 290,6 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი მესამე ადგილზეა და პირველობას აშშ-სა და იტალიას უთმობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2024 წლის აგვისტო

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

აშშ

50,8

24,9

იტალია

49,3

8,4

რუსეთი

42,6

-29,7

გერმანია

25,4

22,4

საბერძნეთი

22,4

10,5

აგვისტოში რუსეთიდან 42,6 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 14,6%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29,7%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33,1 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,1%-ით მეტია.
2024 წლის რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში 240,3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5%-ით მეტია