თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობით თბილისი ლიდერობს, ასეთ მონაცემებს აქვეყნებს „საქსტატი“.
1 იანვრიდან 30 ივლისამდე პერიოდში საქართველოში 9924 ქორწინება დარეგისტრირდა, საიდანაც 2935 - თბილისში.
რეგიონებიდან ლიდერობს იმერეთი, სადაც ექვს თვეში 1522 ქორწინება დარეგისტრირდა. მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც 1205 ქორწინება შედგა ამ პერიოდში, მესამეზე კი აჭარაა - 1002.
ყველაზე ნაკლები ქორწინება რეგისტრირებულია რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - სულ 83.
რაც შეეხება განქორწინებებს, აქაც თბილისი ლიდერობს, დედაქალაქში დარეგისტრირდა იანვარ-ივლისში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული ყველა განქორწინებების მესამედი.
ექვს თვეში დაფიქსირდა 6859 განქორწინება, საიდანაც 2298 - თბილისშია.
რეგიონებში ამ კუთხითაც იმერეთი ლიდერობს - 1091 განქორწინება, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 834 და ქვემო ქართლი - 676. ყველაზე ცოტა განქორწინება გაფორმდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში (59).
საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია ორი ტიპისაა - ცერემონიით და ცერემონიის გარეშე. იუსტიციის სახლში ქორწინების რეგისტრაცია უფასოა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.