თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულია 32, 28 და 31 წლის მამაკაცები, რომელთაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა ბრალდებულმა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით, სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „გორგაძეთის“ სამოქმედო მონაკვეთზე ერთად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, ხოლო მესამე დაკავებული ქვეყანაში სასაზღვრო სექტორ „სარფის“ სამოქმედო მონაკვეთზე თურქეთიდან სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით შემოვიდა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს.