სტამბულში ქართველი ქალი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საკუთარმა შეყვარებულმა სასიკვდილოდ სცემა.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თურქეთში ქართველი ქალი შეყვარებულმა მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" თურქულ მედიაზე დაყრდნობით.
შემთხვევა ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა - ქალი საკუთარმა შეყვარებულმა სასიკვდილოდ სცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა მას სასტუმროს თანამშრომელი დაედევნა და დააკავა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.