საქართველომ უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას კიდევ ერთ ქვეყანასთან მოაწერა ხელი

საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წლის 26 ოქტომბერს დამყარდა.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველომ სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციასთან ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - შეთანხმება საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს , რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს, უვიზო რეჟიმით სარგებლობა შეეძლებათ.
ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღეა. ამასთან, იმ პირებმა, რომლებიც ქვეყანაში უვიზო რეჟიმით ამ პასპორტებით ჩავლენ, ვალდებული არიან გაიარონ აკრედიტაცია 30 დღის ვადაში.
ამასთან, მხარეები იტოვებენ უფლებას უარი განაცხადონ თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე ან შეუმცირონ ყოფნის ვადა.
საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წლის 26 ოქტომბერს დამყარდა. საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს ელჩი აშშ-სა და გაეროში.