„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა

მმართველმა პარტიის სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიული სიის პირველი ოცეულის პრეზენტაცია გამართა.
სიის პირველი ნომერი „ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.
„ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეული ასე გამოიყურება:
1. ბიძინა ივანიშვილი
2. ირაკლი კობახიძე
3. ირაკლი ღარიბაშვილი
4. შალვა პაპუაშვილი
5. მამუკა მდინარაძე
6. თეა წულუკიანი
7. ლაშა ტალახაძე
8. ვახტანგ თურნავა
9. მაკა ბოჭორიშვილი
10. გენო პეტრიაშვილი
11. სოზარ სუბარი
12. მარიამ ქვრივიშვილი
13. ანრი ოხანაშვილი
14. ნიკოლოზ სამხარაძე
15. ეკა ჭიჭინაძე
16. შოთა ბერეკაშვილი
17. ლევან მახაშვილი
18. მიხეილ ყაველაშვილი
19. გიორგი გაბუნია
20. ლიკა შარტავა
„როგორც ხედავთ, ჩვენი საარჩევნო სიის ოცეული შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.