რა საკითხები განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა?

მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, სამხედრო განათლების საკითხებიც განიხილეს.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბათუმში მიმდინარე აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მინისტერიალის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების რიგით მე-11 სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს.
საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივ შეხვედრაზე მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, სამხედრო განათლების საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო.