თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების გეგმას ამზადებს, წერს გაზეთი La Repubblica.
„ოლაფ შოლცს აქვს გეგმა: დარჩეს ისტორიაში, როგორც „მშვიდობის კანცლერი“, – ნათქვამია მასალაში.
როგორც ჟურნალისტებმა აღნიშნეს, პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე გავლენა ტურინგიასა და საქსონიაში არჩევნების გამანადგურებელმა შედეგებმა, ასევე მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულმა ხმებმა მოახდინა.
მათი განმარტებით, ამ გეგმით, ანუ უკრაინული კარტის გათამაშებით, პრობლემური სიტუაციიდან თავის დახსნა შეუძლია.
გერმანიის მთავრობასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, გეგმა შეიძლება უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებსაც კი მოიცავდეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვის თქმით, კრემლში ნახეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოლცი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გეგმას ამზადებს, მაგრამ დეტალები არ იციან. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის საკითხის მოგვარების გეგმებს არ უარყოფს, მაგრამ დეტალების ცოდნაა საჭირო.