არასრულწლოვანი დამნაშავეები და მსხვერპლები საქართველოში - ბოლო მონაცემები

მიმდინარე წლის შვიდ თვეში მოკლულია ერთი არასრულწლოვანი, სამი კი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი აგვისტოს პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 354 პირი შეადგინა, მათი ძირითადი ნაწილი ქურდობაშია ბრალდებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 14-დან 18 წლამდე ასაკის 18-მა პირმა უკვე მოიხადა პირობითი სასჯელი. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია:
ქურდობა
ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება
ყაჩაღობა
ძალადობა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე 877 პირი აღიარეს, მათგან 403 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, 128 - სექსუალური დანაშაულის, 131 - მუქარის.
მიმდინარე წლის შვიდ თვეში მოკლულია ერთი არასრულწლოვანი, სამი კი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.