რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები

გასულ თვეში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1,2 ათასი დოლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის ივლისში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით გაიზარდა - გაიყიდა 1.247 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 16%-ით გაიზარდა და 68 მლნ დოლარი შეადგინა.
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 36%-ით შემცირდა.
გასულ თვეში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1,2 ათასი დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 7%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 951 დოლარი შეადგინა.