ზუგდიდში შენობიდან მუშა ჩამოვარდა: მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

გარდაცვლილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. ზუგდიდში, საცხოვრებელი ბინის მერვე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ხარაჩო ჩამოიშალა და გადმოვარდა.
გარდაცვლილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, კონკრეტულად კორპუსების გარე ფასადის მოპირკეთებაზე იყო დასაქმებული.
„თურქეთიდან ახალი ჩამოსული იყო. ამჟამად ამ ობიექტზე მხოლოდ თურქების ჯგუფი მუშაობს. დაღუპულს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მეზობლად ვცხოვრობ“, - განაცხადა ადგილობრივმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია შპს „დაგი" ხელმძღვანელობს.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებულები არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.