ვენეციის ბიენალეზე ქართული კინო ალმადოვარის და „ჯოკერის“ გვერდით „ოქროს ლომისთვის“ იბრძვის

1996 წლის შემდეგ პირველად ვენეციის ბიენალეს მთავარ პრიზზე ქართველი რეჟისორია წარდგენილი
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის დრამა „აპრილი“ იბრძვის „ოქროს ლომისთვის“ - რიგით 81-ე ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის, რომელიც დღეს, 7 სექტემბერს კუნძულ ლიდოზე დასრულდება.
ქართული დრამა ვენეციის კინოფესტივალზე ალმადოვარის და „ჯოკერის“ გვერდით „ოქროს ლომისთვის“ იბრძვის
აღსანიშნავია, რომ წელს „აპრილთან“ ერთად საპრიზო ფილმების ჩამონათვალში მოხვდა ტოდ ფილიპსის („ჯოკერი“, როლებში ხოაკინ ფენიქსი, ლედი გაგა, ზაზი ბიტცი, კეტრინ კინერი, ბრენდან გლისონი, ჯეიკობ ლოფლენდი), პაბლო ლარეინის („მარია“, მთავარ როლში ანჯელინა ჯოლი), ჰალინა რეინის („Babygirl “, მთავარ როლში ნიკოლ კიდმანი), პედრო ალმადოვარის, ვალტერ სალესის, ლუკა გუადანინოსა და სხვა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები. ჯამში 20 ფილმი.
ქართული დრამა ვენეციის კინოფესტივალზე ალმადოვარის და „ჯოკერის“ გვერდით „ოქროს ლომისთვის“ იბრძვის
ქართული ფილმ "აპრილის" პრემიერას ესწრებოდნენ თავად რეჟისორი და მთავარი როლების შემსრულებლები - მერაბ ნინიძე, ასევე თეატრისა და კინოს მსახიობები კახა კინწურაშვილი და ია სუხიტაშვილი. მათ მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
კულუმბეგაშვილის ფილმი „აპრილი“ საქართველოს პროვინციაში მცხოვრები ინას ისტორიას მოგვითხრობს. ინა არის გინეკოლოგი, რომელიც მუშაობს პატარა საავადმყოფოში, სადაც მისი ერთ-ერთი ცვლა საბედისწერო აღმოჩნდება: მის ცვლაში ახალშობილის გარდაცვალების შემდეგ ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
ქართული დრამა ვენეციის კინოფესტივალზე ალმადოვარის და „ჯოკერის“ გვერდით „ოქროს ლომისთვის“ იბრძვის
რაც შეეხება ვენეციის ძირითად კონკურსში დეა კულუმბეგაშვილის მოხვედრას, ეს დიდი მოვლენაა, რადგან 1996 წლის შემდეგ პირველად ვენეციის ბიენალეს მთავარ პრიზზე ქართველი რეჟისორია წარდგენილი.
ქართული დრამა ვენეციის კინოფესტივალზე ალმადოვარის და „ჯოკერის“ გვერდით „ოქროს ლომისთვის“ იბრძვის
სხვათა შორის, კულუმბეგაშვილი მეოთხე ქართველი რეჟისორია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს. მანამდე იღბალმა გაუღიმა ისეთ გამოჩენილ ქართველ ავტორებს, როგორებიც იყვნენ მიხეილ ჭიაურელი, ლანა ღოღობერიძე და ოთარ იოსელიანი.
ჟიურის ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი უძღვება. ჟიურის წევრები არიან ასევე რეჟისორები ჯუზეპე ტორნატორე, ჯეიმს გრეი, აბდერაჰმან სისაკო, აგნეშკა ჰოლანდი, ენდრიუ ჰეი, კლებერ მენდონსა ფილო, იულია ფონ ჰაინცი და მსახიობი ჩჟან ცზი. რეჟისორები ჯუზეპე ტორნატორე, ჯეიმს გრეი, აბდერაჰმან სისაკო, აგნიესკა ჰოლანდი, ჯუბერ მენდონა ფილო, ჯუბერ მენდონა კ. ჰაინცი და მსახიობი ჟანგ ზიი.
ვენეციის კინოფესტივალი (Mostra Internazionale d’Arte Cinematografica) - უძველესი კინოფესტივალია, რომელიც 1932 წელს იტალიელმა დიქტატორმა ბენიტო მუსოლინიმ დააარსა. ის მოიცავს მთავარ კონკურსს, პროგრამას „ჰორიზონტები“, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს, კონკურს გარეშე ჩვენებას და საავტორო კინოს კონკურსს.