თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ტელეარხ RT-ის თანამშრომლები სოციალურ ქსელებში ვირუსული ვიდეოების გავრცელებაში დაადანაშაულა, რომლებსაც მილიონობით ნახვა ჰქონდა, იუწყება National Public Radio (NPR).
„ოთხშაბათს იუსტიციის სამინისტრომ რუსული სახელმწიფო მაუწყებლის, RT-ის ორი თანამშრომელი ვიდეოების შექმნა-მართვისთვის ფარული ფინანსირების სქემის შექმნაში დაადანაშაულა, რომლებსაც მილიონობით ნახვა ჰქონდა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
იქვე ზუსტდება, რომ საუბარია კონსტანტინ კალაშნიკოვსა და ელენა აფანასიევაზე.
ამერიკელი პროკურორების მტკიცებით, მათ თითქმის ათი მილიონი დოლარი გადაურიცხეს ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც დიდი რაოდენობის ხელმომწერების მქონე ბლოგერებს ურიგდებოდა. მათ, თავის მხრივ, გამოაქვეყნეს თითქმის ორი ათასი ვიდეო, რომლებსაც YouTube-ზე 16 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.
NPR-ის ცნობით, ფირმა Tenet Media, რომელსაც თითქოს ფული გადაერიცხა, ნეშვილშია დარეგისტრირებული, ხოლო მასთან მოთანამშრომლე ინფლუენსერებმა იცოდნენ, „რომ რუსებზე მუშაობდნენ“.
მედია ჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და ტელეკომპანია RT-ის მთავარ რედქტორ მარგარიტა სიმონიანს (რომელსაც სანქციები დაუწესდა) მიაჩნია, რომ დასავლურ მედიას „პარანოის შეტევა აქვს“.
შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს სანქციები დაუწესა მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“, „რია ნოვოსტის“, RT-ს, Sputnik-სა და Ruptly-ს. ახალი სანქციები შეეხო მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და RT-ის მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანსა და ამ ტელეარხის რამდენიმე ტოპ-მენეჯერს.