თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძე ნარკოდანაშაულის საქმის ფარგლებში კრიმინალური პოლიციის მუშაობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით საკუთარ სახლთან დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ინციდენტი გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ სამართალდამცავები საკრებულოს დეპუტატს თავს დაესხნენ.
ეძგვერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად არის დაკავებული.